Перевод: с грузинского на все языки

со всех языков на грузинский

რომელთა ესე

  • 1 ესე

    I. ნაცვალსახელი ჩვენებითი (მატ. 3, 17), сей, ხოლო იხმარების სამთავე პირთა შინა, ვითარ ესე, ეგე, იგი, ანუ ისი, რომელნიცა ხშირად შეერთდებიან პიროვანთა არსებითთა ნაცვალსახელთა, რომელ არიან მე, შენ, იგი და მათ მაგიერადცა დაიდებიან ორთავე რიცხუთა შინა, ე.ი. პირველ პირად ესე, მეორედ ეგე, მაგალითად, უბადრუკი მე ესე კაცი ვინმე მიხსნას ხორცთა ამათგან სიკუდილისათა (რომაელ. 7, 24), რომელთა ესე (ჩუენ) ნათელ ვიღეთქრისტე იესოს მიერ და შემდგომი (მუნვე, 6, 3), რომელი ეგე (შენ) ასწავებ მოყუასსა და შემდგომი (მუნვე 2, 21), ვითა ეგე (თქვენ) გისწავიესთ ქრისტე იესო უფალი და შემდგომი (კოლას. 2, 6), უფალნი ეგე (თქუენ) სამართალსა და სწორსა მისცემდით მონათა მათ (მუნვე, 4, 1). ხოლო მესამე პირი, ვინათგან საზოგადო არს ჩვენებითთაცა და არსებითთა, ვითარ მე, შენ, იგი ანუ ესე, ეგე, იგი ამად მრავალნი მაგალითნი შესაძლო არიან პოვნად: ვეცხლი იგი, კაცნი იგი და სხ. თუმცა ზემორე მოღებულნი მაგალითნი აჩვენებენ, ვითარმედ ხსენებულნი ნაცვალსახელნი იხმარებიან არსებითთა თანა სახელთა თჳნიერ ბრუნვისა და რიცხჳსა, არამედ ზოგჯერმე ეთანხმებიან მათ ორკერძოვე. მაგალითად: ისმინე ჩემი, უფალო, უღირსისა ამის მონისა შენისა, ანუ უხმართა ამათ მონათა შენთა და სხ. ამათ ნაცვალსახელთაებრ იგულხმებიან რთულნიცა და სხმითგარდასლჳთნი მათნი, ვითარ ამისთანა, მაგისთანა, იმისთანა. ამისთანა ჰნიშნავს მსგავსსა მისსა, რაჲცა ეკუთნვის პირველსა პირსა; მაგისთანა - მსგავსსა მისსა, რაჲცა ეკუთნვის მეორესა პირსა; იმისთანა - მსგავსსა მისსა, რაჲცა ეკუთნვის მესამესა პირსა. კუალად ამგუარი, მაგგუარი, იმგუარი; ამოდენი, მაგოდენი, იმოდენი; ამსიმძიმე, მაგსიმძიმე, იმსიმძიმე; ამსიმაღლე, მაგსიმაღლე, იმსიმაღლე; ესევითარი, ეგევითარი; ესრეთი, ეგრეთი; ესზომი, ეგზომი; ესფერი, ეგფერი და სხ. კუალად ზმნისზედანიცა მათნი, ვითარ ამგუარად, მაგგუარად, იმგუარად; ამოდნად, მაგოდნად, იმოდნად; ესრეთ, ეგრეთ; ესევითარად, ეგევითარად და სხ.
    Ср. ეს, ამა და ამისი, ამა და ამას
    იხმარების ნაცულად სახელისა კაცთა და ადგილთასა, რაჟამს სახელნი მათნი არ ვიცით, ანუ მოვიღებთ მაგალითად, такой-то.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > ესე

  • 2 ანაფორა

    სამღუდელოთა ზეიდამ საცმელი სახლებგანიერი პალეკარტი, ряса, ἐπανωφόρι, ἐπανωφόρημα, ხოლო Ἀναφορά ჰნიშნავს მოხსენებასა, თხოვასა, доношение, прошение
    ანუ არს რიტორული ნაკვეთი, რომელთა განმეორება, ოდეს ერთი და იგივე ლექსი დაიდების თავად რაოდენთამე შინა წევრთა პერიოდისათა, მაგალითად, სიყვარული სულგრძელ არს, სიყვარულსა არა შურნ, სიყვარული არა განლაღნის და სხ. (1 კორ. 13, 14; მუნვე მუხლ. 8). გინათუ რაოდენჯერ განმეორების და ესე ვითარნი, анафора, повторение.

    Грузинский толковый словарь с русскими комментариями > ანაფორა

См. также в других словарях:

  • გლობალიზაცია — • ტერმინი გლობალიზაცია ინგლისურ სიტყვა globe ს უკავშირდება, რაც დედამიწას, გლობუსს ნიშნავს, ხოლო global მსოფლიოს, გლობალურს. გლობალიზაციის ტერმინის გამოჩენა დაკავშირებულია ამერიკელი სოციოლოგის რ. რობერტსონის სახელთან, რომელმაც ის 1983 წელს… …   Georgian encyclopedia

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»